Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარმანია: მსხვერპლის რაოდენობამ 12-ს მიაღწია


თბილისი მერის, დავით ნარმანიას თქმით, წუხანდელი სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. როგორც ნარმანიამ რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, გრძელდება ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ძებნის ოპერაცია. "გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 12 ადამიანამდე. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დაჭერილი ის ცხოველები, რომლებიც ზოოპარკიდან გავიდნენ. ამიტომაც მინდა მოსახლეობას ვთხოვო თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან. განსაკუთრებით არის ნაკვალევი დაფიქსირებული კუს ტბისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე საბურთალისა და ვაკის ნაწილში. განსაკუთრებით ამ ტერიტორიებზე შეიკავონ თავი. მიმდინარეობსზარალის დათვლა. ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ზიანი მიადგა, ორმოცი ერთეულია" - აცხადებს თბილისის მერი.

XS
SM
MD
LG