Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოოპარკის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ოთხი დაღუპული


თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე წუხანდელი სტიქიის შედეგად ოთხი დაღუპულის გვამია ნაპოვნი. როგორც იუწყებიან, მათგან სამი ზოოპარკის თანამშრომელია. ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ცნობით, მეოთხე დაღუპული ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც, სავარაუდოდ, ზოოპარკის ტერიტორიაზე მოვარდნილმა წყალმა გამორიყა. ზოოპარკში განადგურებულია ვოლიერების დიდი ნაწილი. გრძელდება ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ძებნის ოპერაცია. როგორც ზურაბ გურიელიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, მათი ნაწილის ლიკვიდაცია გახდა საჭირო: "როდესაც სახიფათო ცხოველები არიან გამოსული, ძალაინ ხშირ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ალბათ ზოგიერთი ცხოველის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. სადაც თანამშრომლები შეიძლება ყოფილიყვნენ, იქამდე ვერ მივაღწიე, წყალი მოვარდა და შეუძლებელი იყო. ცხოველების ნაწილი საერთოდ არ დაზარალდა, ნაწილი დავაძინეთ, ძალიან ბევრი ასევე დაიღუპა” - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.

XS
SM
MD
LG