Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო: კლინიკებს 36-მა დაშავებულმა მიაკითხა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, წუხელ თბილისის კლინიკებს სტიქიის შედეგად 36-მა დაზარალებულმა მიაკითხა. მინისტრის მოადგილის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ ავრცელებს - „ყველაზე დიდი ნაკადი იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მთლიანად, ჩვენი ინფორმაცით, 36-მა დაშავებულმა მიმართა კლინიკებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გაწერილია შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ და მხოლოდ რადენიმე ადამიანი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.” სოფრომაძის თქმით, დაშავებულებს ძირითადად დაჟეჟილობა აღენიშნებოდათ, შედარებით იშვიათად იყო მოტეხილობის შემთხვევები. ერთ-ერთი პაციენტის ტრავმები შედარებით მძიმეა, ის საავადმყოფოში რჩება და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

XS
SM
MD
LG