Accessibility links

logo-print

ევროკავშირი გამოთქვამს საქართველოს დახმარების მზადყოფნას


ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ბლოკი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ამ საჭიროების ჟამს. „ვფიქრობთ მსხვერპლზე და მათზე, ვინც ძლიერი წვიმით გამოწვეულმა, დამანგრეველმა წყალდიდობამ დააზარალა. გადაუდებელი დახმარების კოორდინირების ცენტრი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას. საქართველოს მთავრობასთან კავშირს ვინარჩუნებთ და მზად ვართ დახმარება გავუწიოთ საქართველოს იმ კატასტროფასთან გამკლავებაში, რომელმაც შეიწირა ადამიანები, დიდი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას და ქალაქში შეაფერხა ძირითადი სამსახურები“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG