Accessibility links

გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდიაც ჩაერთო


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით,15 ივნისიდან სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. "გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ აგრეთვე ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები.ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები გაწმენდით სამუშაოებს სამი მიმართულებით შეასრულებენ: წყნეთის ქუჩა, ვერეს ხეობა, გმირთა მოედანი და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიები", - აცხადებს თავდაცვის უწყება, რომლის თანახმადაც, საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და დაზარალებულთა დახმარებაში პირველივე წუთებიდან ჩაერთო. გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. თავდაცვის უწყების მიერ მუშახელისა და მოხალისეებისთვის უზრუნველყოფილია სამი საველე სასადილო. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოხალისეებს სპეციალური ტანსაცმლითაც ეხმარებიან. ყველაზე რთულ, მეწყერსაშიშ, წყნეთი-ბეთანიის მიმართულებაზე, გეოლოგებისთვის დაზვერვითი ხასიათის სამუშაოების განხორციელებაში შერეული საავიაციო ესკადრილიის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც ჩაერთო.

XS
SM
MD
LG