Accessibility links

პანკისის ხეობაში დაკავებულები გაათავისუფლეს


სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პანკისის ხეობაში 15 ივნისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები გაათავისუფლეს. მათ შორის - "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის ბიძაშვილი მერაბ ცათიაშვილი. იმავე წყაროს ინფორმაციით, პატიმრობაში რჩება სოფელ ჯოყოლოს იმამი აიუფ ბორჩაშვილი, რომლის გათავისუფლების მოთხოვნით, სოფელ დუისის პოლიციის განყოფილებასთან საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
პანკისის ხეობის ოთხ სოფელში, ჯოყოლოში, ბირკიანში, ომალოსა და დუმასტურში სპეცოპერაცია გუშინ დაახლოებით 18:00 საათისთვის ერთდროულად დაიწყო. "ინტერპრესნიუსი", ადგილობრივებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მიმდინარეობდა სახლების ჩხრეკა და პირადი ნივთების ამოღება.სამართალდამცველებმა ჩხრეკა ომარ ალ შიშანის მეგობრის, ჯოყოლა აჭიშვილის სახლშიც ჩაატარეს. პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის პარალელურად, თბილისში მცხოვრები ქისტებიც დაიკითხნენ. სააგენტოს ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია, ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გადინებას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG