Accessibility links

logo-print

აშშ-მა ლიბიაში განახორციელა საჰაერო იერიში ექსტრემისტების ლიდერის წინააღმდეგ


აშშ-ის განცხადებით, ლიბიაში განხორციელდა საჰაერო იერიში ისლამისტი ექსტრემისტების ლიდერის, მოხტარ ბელმოხტარის წინააღმდეგ. პენტაგონის ინფორმაციით, იერიში 13 ივნისის საღამოს განახორციელა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა. პენტაგონს არ გაუვრცელებია ცნობა, მოკლეს თუ არა ბელმოხტარი. მაგრამ ლიბიის მთავრობა აცხადებს, რომ ბელმოხტარი და კიდევ რამდენიმე ექსტრემისტი მოკლეს აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ აიდაბიაში ოპერაციის შედეგად. პენტაგონის ინფორმაციით, ბელმოხტარი ხელძღვანელობდა ალ-ყაიდის მოკავშირე ორგანიზაცია "ალ მურაბიტუნს" ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ალჟირში მდებარე გაზის საწარმოზე 2013 წელს მოწყობილი თავდასხმისთვის, რომელმაც, სულ ცოტა, 38 ადამიანი შეიწირა - უმეტესწილად უცხოელები. ლიბია ქაოსით არის მოცული 2011 წელს მისი ლიდერის, მუამარ გადაფის მმართველობის დამხობის შემდეგ. ერთმანეთში მოქიშპე შეიარაღებული ჯგუფები იბრძვიან ძალაუფლების ვაკუუმის შესავსებად.

XS
SM
MD
LG