Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში აშშ-ის საჰაერო იერიშის სამიზნე იყო ისლამისტი მეამბოხე


აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ისლამისტი მეამბოხეების ერთ-ერთი ლიდერი მოხტარ ბელმოხტარი იყო ლიბიაში აშშ-ის საჰაერო იერიშის სამიზნე. პენტაგონი აცხადებს, რომ საჰაერო იერიში განხორციელდა 13 ივნისს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით. პენტაგონი არ ადასტურებს ბელმოხტარის ლიკვიდაციას. ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ბელმოხტარი და სხვა მეამბოხეები დახოცეს ლიბიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ აჯდაბიიაში. ბელმოხტარის მოკვლის შესახებ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია. პენტაგონის განცხადებით, ბელმოხტარი - ალ-ყაიდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი არის „ალ-ყაიდასთან ასოცირებული ორგანიზაცია ალ-მურაბიტუნის მოქმედი ლიდერი აფრიკის ჩრდილო-დასავლეთში“. მას ბრალად ედება 2013 წელს ალჟირის გაზსადენზე თავდასხმის ორგანიზება. აფეთქების შედეგად მაშინ სულ ცოტა 38 ადამიანი დაიხოცა, უმრავლესობა - უცხოელები.

XS
SM
MD
LG