Accessibility links

logo-print

კიშინიოვის მერის არჩევნებში მცირედით ლიდერობს პროევროპული ორიენტაციის კანდიდატი


მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის პრო-ევროპული მერი მცირედით ლიდერობს ამ დრომდე დათვლილი ხმების მიხედვით. 14 ივნისს მოლდავეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მიმომხილველების შეფასებით, ეს არჩევნები არის ერთგვარი გამოცდა იმისა - დარჩება, თუ არა მოლდავეთი ევროპული ინტეგრაციის ერთგული, თუ რუსეთთან დაახლოებას აირჩევს. დორინ ჩირტოაჩამ ხმების 37,30% მიიღო. დათვლილია ხმების თითქმის 99%. მისმა პრორუსულად განწყობილმა მეტოქემ ზინაიდა გრეჩეანაიმ - 35,95%. არც ერთ კანდიდატს არ აქვს პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი ხმები. პრორუსულად განწყობილმა ბიზნესმენმა რენატო უსატიიმ გაიმარჯვა მოლდავეთის სიდიდით მეორე ქალაქ ბალტიში. მან 73,68% მიიღო. ქალაქებში, სადაც პირველივე ტურში არ გამოვლინდა არჩვნებში გამარჯვებული, მეორე ტური 28 ივნისს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG