Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა და მისმა კრედიტორებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას


ბრიუსელში წარუმატებლად დასრულდა საბერძნეთსა და მის კრედიტორებს შორის მოლაპარაკება საბერძნეთის ვალების საკითხზე. ევროკომისიის ინფორმაციით, 14 ივნისის მოლაპარაკებისას „მნიშვნელოვანი განსხვავებები“ დარჩა მხარეების პოზიციებს შორის. ევროკავშირი ათენისაგან მოელის საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას 2 მილიარდი ევროთი, რათა მას კრედიტის მორიგი ტრანში მიაწოდოს. საბერძნეთს ამ თვის ბოლოს დეფოლტი მოელის, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ დაუბრუნებს 1,5 მილიარდ ევროს. ამასობაში გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ საბერძნეთის კრიზისის მოსაგვარებლად დროის ამოწურვასთან ერთად, ევროპაში მოთმინებაც იწურება. მიმდინარე კვირაში გაიმართება ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა საბერძნეთზე მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG