Accessibility links

logo-print

ბაქოში სამსახურიდან დაითხოვეს პოლიციელი ავარიის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისათვის


ბაქოში სამსახურიდან დაითხოვეს პოლიციელი, რომელმაც გაავრცელა „ევროპული თამაშების“ დაწყებამდე მომხდარი ავარიის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ვიდეოზე ასახულია ავტობუსის დაჯახება ავსტრიელ სპორტსმენებთან, რომელთაგან ერთ-ერთი, 15 წლის ვანესა საჰინოვიჩი მძიმედ დაშავდა. ის ხელოვნურ კომაშია მას შემდეგ, რაც ხერხემლის მძიმე დაზიანებების გამო ვენაში ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავდა კიდევ ორი ავსტრიელი სპორტსმენი გოგონა. ბაქოში 11 ივნისს მომხდარი ავარიის ამსახველი ვიდეო დაბლოკილია საიტებზე აზერბაიჯანში, სადაც დიდი ინვესტიციები ჩაიდო „ეროვპული თამაშების“ ჩასატარებლად. მაგრამ ვიდეო ფართოდ გავრცელდა ინტერნეტსა და უცხოეთის მედიაში. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 ივნისის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლიციელის მხრიდან „მძიმე დარღვევა“ იყო ვიდეოს გაზიარება მეგობრისათვის, რასაც თანამდებობიდან მისი დათხოვნა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG