Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი არ აკეთებს კომენტარს აშშ-ის გეგმაზე, მძიმე შეიარაღება განათავსოს აღმოსავლეთ ევროპაში


კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი თქვა კომენტარზე ცნობებთან დაკავშირებით, რომ აშშ აპირებს აღმოსავლეთ ევროპაში მძიმე შეიარაღების განთავსებას. პესკოვის განმარტებით, მოსკოვი კომენტარს გააკეთებს მხოლოდ აშშ-ის ოფიციალური განცხადების შემთხვევაში. 13 ივნისს გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ამერიკელი და მოკავშირე ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი აპირებს მძიმე სამხედრო ტექნიკა განათავსოს ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რათა მათ დაუდასტუროს მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის მოქმედებით გამოწვეული შეშფოთების ფონზე. პოლონეთმა და ლიტვამ დაადასტურეს, რომ ვაშინგტონთან აწარმოებენ მოლაპარაკებას მათ ტერიტორიაზე არსებულ საცავებში მძიმე შეიარაღების შენახვის საკითხზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შეფასებით, აშშ-ის მხრიდან ასეთი ნაბიჯი იქნებოდა ცივი ომის შემდეგ პენტაგონისა და ნატოს ყველაზე აგრესიული ზომა.

XS
SM
MD
LG