Accessibility links

ევროკავშირი მზად არის საქართველოს დასახმარებლად


ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს დასახმარებლად 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა, მაია კოციანჩიჩმა დღეს ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ ევროკომისიის შესაბამის უწყებას, "საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრს", მჭიდრო კონტაქტი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად არის დახმარების მისაწოდებლად სტიქიური უბედურების შედეგებთან გასამკლავებლად. „ევროპის კავშირი თვალს ადევნებს ვითარებას საქართველოში მას შემდეგ, რაც კვირის მიწურულს წყალდიდობამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს გაჭირვების ჟამს და ჩვენი ფიქრებით ვართ მსხვერპლთან და მათ ოჯახებთან, ისევე როგორც ყველა დანარჩენ ადამიანთან, ვისაც შეეხო ძლიერი წვიმით გამოწვეული ეს მომაკვდინებელი წყალდიდობა“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის პრესმდივანმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG