Accessibility links

სომხეთში მოკლული იპოვეს რუსი ჯარისკაცი


სომხეთში მოკლული იპოვეს რუსი ჯარისკაცი. მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ინციდენტი მოხდა რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად ქალაქ გიუმრიში, სადაც იანვარში ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლეს. ამ მკვლელობაში რუსი სამხედრო მოსამსახურე არის ბრალდებული. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა სონა ტრუზიანმა 15 იანვარს განაცხადა, რომ ჯარისკაცის, ივან ნოვიკოვის გვამი იპოვეს „სომხეთის დედის“ პატრიოტული მონუმენტის მახლობლად. იანვარში სომხეთში ხმაურიანი დემონსტრაციებით გამოთქვეს პროტესტი მას შემდეგ, რაც 12 იანვარს გიუმრიში იქნა მოკლული ადგილობრივი ოჯახის შვიდი წევრი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. დემონსტრანტები მოითხოვდნენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო მოსამსახურის, ვალერი პერმიაკოვის გადაცემას სომხეთის მართლმსაჯულებისათვის. მაგრამ რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მას გიუმრის სამხედრო ბაზაზე გაასამართლებენ.

XS
SM
MD
LG