Accessibility links

მოლდავეთის არჩევნებში ხმები თითქმის თანაბრად განაწილდა პროევროპულ და პრომოსკოვურ ძალებს შორის


მოლდავეთში ადგილობრივი არჩევნების შედეგებით, ხმები თითქმის თანაბრად განაწილდა პროევროპული და პრორუსული ძალების წარმომადგენლებს შორის, რაც ნიშნავს, რომ არ გამართლდა პრომოსკოვური ძალების დიდი უპირატესობით გამარჯვების პროგნოზი. მოლდავეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რომლებიც 14 ივნისის არჩევნებში ხმების 98,5%-ის დათვლას ეფუძნება, დედაქალაქ კიშინიოვში ვერც ამჟამინდელმა მერმა, ევროპაში ინტეგრაციის მომხრე დორინ ჩირტოაკამ მოაგროვა არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო 50% და ვერც მისმა მეტოქემ, რუსეთის მომხრე კანდიდატმა ზინაიდა გრეჩეანიიმ. ორ კვირაში გაიმართება მერის არჩევნების მეორე ტური.

XS
SM
MD
LG