Accessibility links

logo-print

თბილისში 14-მდე გაიზარდა სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


თბილისში 14-მდე გაიზარდა წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეთოთხმეტე დაღუპულის გვამი მაშველებმა "მზიურში" აღმოაჩინეს. მდინარე ვერეს ადიდების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება კიდევ 10-მდე ადამიანი. საქართველოში დღეს გლოვის დღეა 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად თბილისსა და მის შემოგარენში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. დილიდან განახლდა სამუშაოები მდინარე ვერეს ხეობაში, წყნეთისა და სვანიძის ქუჩებზე, გმირთა მოედანსა და პრაქტიკულად სრულად განადგურებული ზოოპარკის ტერიტორიაზე. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებს დახმარებას კვლავ აქტიურად უწევენ მოხალისეები.

XS
SM
MD
LG