Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს საფრანგეთისაგან თავდაცვითი სისტემების შესაძენად


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პარიზში ვიზიტისას ხელი მოაწერა კონტრაქტს თავდაცვის სისტემების შესახებ. იარაღის მწარმოებელ ფრანგულ ფირმა „ტალესთან“ ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს ფრანგული წარმოების საზენიტო-საჰაერო კომპლექსის შეძენას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხიდაშელი ასევე 15 ივნისს დაესწრო პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს. თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ხიდაშელის განცხადებას, რომელშიც ის მადლობას უხდის თავის ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყეს და წარმართეს. ხიდაშელის თქმით, საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელზეც „ამდენი საუბარი იყო საქართველოში“, საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომელიც „არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის". ხიდაშელის შეფასებით, პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი საქართველოსათვის და ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია. საფრანგეთში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძეც.

XS
SM
MD
LG