Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლი“ მოითხოვს მეტ ზომას ლტოლვილების დასახმარებლად


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, გადასინჯონ ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკა და შექმნან გლობალური სტრატეგია ლტოლვილთა კრიზისთან გასამკლავებლად. ორგანიზაციამ 15 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აცხადებს, რომ მსოფლიოს ლიდერებს მილიონობით ლტოლვილი ჰყავთ დატოვებული „აუტანელ“ პირობებში საარსებოდ და დაშვებული აქვთ ათასობით ლტოლვილის დაღუპვა, რაც არის მათთვის ელემენტარული დაცვით უზრუნველყოფის არარსებობის შედეგი. ანგარიშში გამოთქვამენ შეფასებას, რომ ოთხი მილიონი ადამიანია გაქცეული მარტო სირიიდან და ამ ლტოლვილების უმრავლესობა მძიმე პირობებში ცხოვრობს თურქეთში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყსა და ეგვიპტეში. „ამნესტი ინტერნეშნლის“ გენერალური მდივანი სალილ შეტი ლტოლვილთა კრიზისს მიიჩნევს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას - სამარცხივნოდ წარუმატებლად.

XS
SM
MD
LG