Accessibility links

logo-print

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია


თბილისში 15-მდე გაიზარდა წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მზიურის პარკში დღეს მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელშიც სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ამოიცნეს. მდინარე ვერეს ადიდების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება კიდევ 10-მდე ადამიანი. საქართველოში დღეს გლოვის დღე იყო 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად თბილისსა და მის შემოგარენში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. დილიდან განახლდა სამუშაოები მდინარე ვერეს ხეობაში, წყნეთისა და სვანიძის ქუჩებზე, გმირთა მოედანსა და პრაქტიკულად სრულად განადგურებული ზოოპარკის ტერიტორიაზე. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებს დახმარებას კვლავ აქტიურად უწევენ მოხალისეები.

XS
SM
MD
LG