Accessibility links

logo-print

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა


კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მტკიცებით, თბილისში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. კომპანია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სასმელ წყალთან დაკავშირებით გავრცელებულ მითითებებს გამოეხმაურა და განააცხადა, რომ თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მოსახლეობისთვის აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი მითითებების შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს.“წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები განლაგებულია ყველა სათავე ნაგებობაზე და სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყალი თბილისში სუფთაა", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG