Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისში სტიქიის თემით შესაძლოა პროკურატურა დაინტერესდეს


სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რათა მომხდარის შესახებ კომპეტენტური და მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა მომზადდეს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის გუშიდელ სხდომაზე. მან თქვა: „ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ გვირაბებმა და ახალმა გზამ ვერეს ხეობაში, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, ეს არის ემოციური შეფასება, თუ სიმართლე. ვავალებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ ამაზე მუშაობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს“. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობას განუმარტოს, რატომ მიადგა ამხელა ზიანი დედაქალაქს.

XS
SM
MD
LG