Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფებიან პრაღისა და იერუსალიმის ზოოპარკების სპეციალისტები


ისრაელიდან და ჩეხეთიდან სპეციალისტები ეპიდემიის გავრცელების რისკის შესასწავლად ჩამოვიდნენ - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ. მისი ინფორმაციით, პრაღის და იერუსალიმის ზოოპარკების სპეციალისტებს, რომლებიც თბილისში სპეციალური ტექნიკით იმყოფებიან, სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობის გამოცდილება აქვთ და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მოქმედებენ. დღესვე მზია შარაშიძემ უარყო სოციალური ქსელით გავრცელებული ცნობები, რომ ქალაქში ავაზა და პანტერა ნახეს. ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, თბილისის ზოოპარკს ავაზა საერთოდ არ ჰყოლია, მისი ბინადარი სამივე პანტერა კი დამხრჩვალი იპოვეს. მზია შარაშიძის ინფორმაციით, ამჟამად იძებნება ერთ ვეფხვი, ერთი დათვი და ერთი აფთარი, თუმცა მათი ცოცხლად გადარჩენის ალბათობა მინიმალურია.

XS
SM
MD
LG