Accessibility links

logo-print

მინდია ჯანელიძის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება


თბილისის ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ. მისი თქმით, დღეს გადამოწმდა ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გასულ საღამოს გავრცელებული ინფორმაცია და დადასტურდა, რომ ზოოპარკის ტერიტორიიდან დაკარგული ცხოველების ნაწილი ვოლიერებში დააბრუნეს, ნაწილი წყალში დამხრჩვალი იპოვეს, რამდენიმე კი ლიკვიდირებულია. სტიქიის შედეგად პრაქტიკულად სრულად განადგურებული ზოოპარკის ტერიტორიის გამოკვლევა დღეიდან დაიწყეს ისრაელიდან და ჩეხეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა. მათთან ერთად სტიქიის ამ ზონაში იმყოფებოდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. მისი განცხადებით, უცხოელი სპეციალისტები მოამზადებენ რეკომენდაციებს, რომელთა საფუძველზეც სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

XS
SM
MD
LG