Accessibility links

ღარიბაშვილი: სტიქიით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 100 მილიონ ლარს მიაღწიოს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 13-14 ივნისის სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობამ შესაძლოა 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. წინასწარი შეფასებით, მთავრობა 40 მილიონამდე ლარის მოცულობის ზარალს ვარაუდობდა. მედიაში ვრცელდება ღარიბაშვილის სიტყვები, რომ ზარალის შესახებ ცნობები ყოველდღე მატულობს და ოდენობამ შესაძლოა 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. „აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან"– აცხადებს პრემიერი ჟურნალისტებთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG