Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი „სახიფათოს“ უწოდებს რუსეთის ბირთვულ გეგმას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „მადესტაბილიზებელსა“ და „სახიფათოს“ უწოდებს კრემლის გეგმას, ახალი ბალისტიკური საკონტინენტთაშორისო რაკეტებით აღჭურვოს რუსეთის ბირთვული ძალები. „რუსეთის ხელისუფლება უფრო მეტ სამხედრო მანევრებს ატარებს, ის ქმნის ახალ ბირთვულ საშუალებებს და სულ უფრო ხშირად მიმართავს ბირთვულ რიტორიკას. რუსეთის მხრიდან იარაღის ასეთი ჟღარუნი დაუსაბუთებელი, მადესტაბილიზებელი და სახიფათოა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად გამართა. ასე გამოეხმაურა ბრიუსელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს რუსეთის ბირთვული ძალები 40 ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას მიიღებენ.

XS
SM
MD
LG