Accessibility links

logo-print

ლუგანსკში დაიღუპა ორი უკრაინელი ჯარისკაცი


უკრაინა იუწყება ორი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პრეს-მდივნის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ჯარისკაცები ლუგანსკში დაიღუპნენ, როცა სეპარატისტების მიერ გახსნილ ინტენსიურ ცეცხლში მოყვნენ. სეპარატისტები 122 მილიმეტრიანი "ჰაუბიცებიდან" ისროდნენ. სამშაბათს მინსკში, საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა. სეპარატისტების წარმომადგენელმა დენის პუშილინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარკვეული დადებითი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ის შედეგი არ არის, რომელსაც იმედოვნებდნენ. მხარეები შეთანხმდნენ საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის თარიღზე. ისინი მინსკში 23 ივნისს შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG