Accessibility links

logo-print

აშშ აღარ მოითხოვს ირანისგან წარსულ ბირთვულ ქმედებებზე ანგარიშს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 16 ივნისს განაცხადა, რომ ვაშინგტონი აღარ მოითხოვს ადრინდელი ბირთვული აქტივობების შესახებ სრულ ინფორმაციას ირანისგან. ჯონ კერის განცხადებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას აშშ აღარ მოითხოვს, რომ ირანმა უპასუხოს გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს კითხვებს წარსული აქტივობის შესახებ, რადგან აშშ-მა ისედაც ზუსტად იცის რა აქვს თეირანს ჩადენილი - „გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია სამხედრო ქმედებებზე, რომლებშიც ირანი მონაწილეობდა“, - განაცხადა ჯონ კერიმ. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანთან მოლაპარაკებებზე ყურადღება უნდა გამახვილდეს ირანის წარსულ სამხედრო ქმედებებზე. ისინი მოითხოვენ, რომ ირანმა ეს უნდა გააკეთოს არა მხოლოდ გამჭვირვალებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ნებისმიერი შეთანხმების შესრულება შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თეირანი წარმოადგენს სრულ ანგარიშს მის წარსულ ბირთვულ საქმიანობაზე.

XS
SM
MD
LG