Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი გაეროში: ირანის მიმართ სანქციების განახლების ინსტრუმენტი არ იქნება რუსეთის და ჩინეთის ხელში


აშშ-ის ელჩი გაეროში, სამანტა პაუერი შეეცადა დაემშვიდებინა კონგრესი, რომ ირანისთვის სანქციების ამოქმედების განახლება იოლად მოხდება, თუ ის არ შეასრულებს მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვულ სფეროში დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოთქვა სურვილი, რომ სანქციები ირანის მიმართ ავტომატურად უნდა ამოქმედდნენ,თუ ირანი შეეცდება გაგვაცუროსო. ობამასეული „სწრაფი კვლავ ამოქმედების მექანიზმი" კონგრესის ოპოზიციისგან თავდაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია. მოლაპარაკებაზე ირანის და ჩინეთის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ უშიშროების საბჭომ გადაწყვიტოს სანქციების კვლავ ამოქმედების საკითხი. კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში უთხრეს პაუერს, რომ ისინი შიშობენ, რუსეთმა და ჩინეთმა შეიძლება თავიანთი ვეტო გამიყენონ სანქციების კევლავ ამოქმედების საქმეში. პაუერმა თქვა, რომ აშშ არ მისცემს რუსეთს და ჩინეთისუფლებას, მათ ხელში აღმოჩნდეს სწრაფი კვლავ ამოქმედების მექანიზმი.

XS
SM
MD
LG