Accessibility links

ჩრდილოეთ კორეას შიმშილობა ემუქრება


ჩრდილოეთი კორეაში ბოლო ას წელიწადში ყველაზე მძიმე გვალვაა. მთავრობა შიშობს, რომ მოსახლეობას არ ექნება საკმარისი სურსათი. როგორც ადგილობრივი სააგენტო იტყობინება, ხანგრძლივმა გვალვამ გამოაშრო ბრინჯის პლანტაციები. 90-იან წლებში ამ ქვეყანაში ათასობით ადამიანი დაიხოცა შიმშილით. აპრილში გაერომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის, ქვეყნისთვის,სადაც ბავშვების მესამედს სისტემატურად აკლია საკვები, ჰუმანიტარული დახმარების სახით, საჭიროა 111 მილიონი დოლარის გამოყოფა.

XS
SM
MD
LG