Accessibility links

სლოვენიაში კოსოვოელ ალბანელთა სამხედრო ლიდერი დააკავეს


სლოვენიაში დააკავეს კოსოვოელი ალბანელების სამხედრო ლიდერი, კოსოვოს ყოფილი პრემიერი, რამუშ ჰარადინაი. ის დააკავეს სერბიის ხელისუფლების მიერ გაცემული ორდერის თანახმად, ლიუბლანის აეროპორტში. ჰარადინაის პარტიამ მოუწოდა სლოვენიას, გაათავისუფლოს ის და დააბრუნოს კოსოვოში, რადგან სერბიის მიერ გაცემული ორდერი არაა კანონიერი. ჰარადინაი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა დაადანაშაულა საომარ დანაშაულში, რომელიც ჩადენილია სერბიაში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1998 წელს. ამ ბრალდების გამო მან დატოვა კოსოვოს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი. 2008 წელს ის გაამართლეს სამხილის ნაკლებობის გამო. ის მეორედ 2012 წელს გაამართლეს.

XS
SM
MD
LG