Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი სერბიის საზღვარზე ზღუდეს ააგებს


უნგრეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აპირებს სერბიასთან საზღვრის გასწვრივ ააგოს ზღუდე, რათა შეწყდეს მეზობელი ქვეყნიდან უკანონო მიგრანტების შესვლა. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პეტერ სიიიარტომ თქვა, რომ ქვეყნის მთავრობამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს 175 კილომეტრის სიგრძის, ოთხმეტრიანი ზღუდის მშენებლობისთვის მზადება. ემიგრაცია, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომელიც აქვს ევროკავშირს. „ევროკავშირი ცდილობს ამ პრობლემის მოგვარების, თუმცა, უნგრეთი ვერ მისცემს თავს უფლებას, დაიცადოს“, თქვა სიიიატრომ. წელს უნგრეთის ხელისუფლებას 54 ათასმა მიგრანტმა მიმართა თავშესაფრის თხოვნით, 2012 წელს ეს რიცხვი ორი ათასს ოდნავ აღემატებოდა.

XS
SM
MD
LG