Accessibility links

პრემიერ-მინისტრი: 18-მდე გაიზარდა თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულების რიცხვი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, თბილისში 18-მდე გაიზარდა სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ღარიბაშვილმა 17 ივნისს საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ ნაპოვნია კიდევ ერთი დაღუპული - 1959 წლის 6 დეკემბერს დაბადებული მამაკაცი. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ოთხი ადამიანი.

XS
SM
MD
LG