Accessibility links

logo-print

არ დასტურდება მოქალაქეების შეტყობინება ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის შესახებ


თბილისში პოლიციელების განცხადებით, არ დასტურდება ინფორმაცია ვაკისა და საბურთალოს რაიონებში რამდენიმე ადგილზე ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ. ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენელმა უთხრა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც თბილისში რამდენიმე ადგილას ჩატარდა სამძებრო სამუშაოები. მანამდე, 17 ივნისს "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა დაგლიჯა ადამიანი. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ თბილისის ზოოპარკიდან სტიქიის დროს გაქცეული ვეფხვის დაჭერას, ან დაძინებას ცდილობდნენ, მაგრამ ვეფხვის აგრესიულობის გამო ის მოკლეს.

XS
SM
MD
LG