Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯის ფაქტზე


თბილისში ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯვის ფაქტის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. პროკურატურამ დაკითხა თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, რომელიც, მისივე თქმით, სრულად აცობიერებს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ გარეული ცხოველებისაგან მოქალაქეებს საფრთხე არ ექმნებოდა. “ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. თუმცა გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს. ერთი პატარა ვეფხვი კიდევ დაკარგულია და ერთი აფთარი. აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის, ეს გახლავთ ზოლებიანი აფთარი, არის პატარა ზომის ცხოველი, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, უბრალოდ ერთიც და მეორეც გაურკვეველია, ცოცხალია, გაქცეულია თუ ჯერ კიდევ შლამში იმყოფება, რომელიც ჯერ კიდევ ბლომად არის ზოოპარკის ტერიტორიაზე,“- განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის გამო შესაძლოა ზოოპარკის დირექტორი დააკავონ. პრემიერის თქმით, თუ ვინმე იქნება ზურაბ გურიელიძის დამცველი, პირველ რიგში თავად იქნება. თბილისში საგანგებო აქციაზე შეიკრიბნენ ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერები.

XS
SM
MD
LG