Accessibility links

logo-print

იემენში ათობით ადამიანი იმსხვერპლა დანაღმული ავტომანქანების აფეთქებამ


იემიენში ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, სულ ცოტა, ოთხი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქებები დედაქალაქ სანაში მოეწყო და მიმართული იყო სამი მეჩეთისა და მეამბოხე ჰუთიტების პოლიტიკური შტაბ-ბინის წინააღმდეგ. ცნობების თანახმად, დაიღუპა, სულ ცოტა, 23 ადამიანი. აფეთქებების ფონს ქმნის საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მორიგი საჰაერო იერიშები ჰეთიტების სამხედრო ობიექტებზე იემენში და იემენში დაპირისპირებული ძალების სამშვიდობო მოლაპარაკება შვეიცარიაში. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაიად იასინ აბდულამ ჟენევაში უთხრა რეიტერის საინფორმაციო სააგენტოს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წინსვლისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

XS
SM
MD
LG