Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთისათვის სანქციების გაგრძელებაზე


ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელში შეხვედრისას შეთანხმდნენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ ექვსი თვით, 2016 წლის იანვრამდე გაგრძელებაზე. გარდა ამისა, ერთი წლით გაგრძელდა ყირიმში ინვესტირების აკრძალვა. ახლა მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში 22 ივნისის შეხვედრაზე დაამტკიცებენ რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას. ეს სანქციები მიმართულია რუსეთის ენერგეტიკის, საფინანსო და სამხედრო სექტორების წინააღმდეგ. ყირიმთან დაკავშირებულ სანქციებს კი, სავარაუდოდ, მანამდე, 19 ივნისს დაამტკიცებენ. სანქციები 2014 წლის ივლისში შემოიღეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და, სავარაუდოდ, ამბოხებაში ხელი შეუწყო სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრინაში.

XS
SM
MD
LG