Accessibility links

logo-print

ზოოპარკის ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს


მაშველებმა გამთენიისას ზოოპარკის ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ იუწყება, რომ ახლობლებმა ლიზა ზარანდია ამოიცნეს. სტიქიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ. ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG