Accessibility links

logo-print

სამხრეთ კაროლინის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა


აშშ-ის სამხრეთ კაროლინის შტატში ისტორიულ აფრო-ამერიკულ ეკლესიაზე თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ ჩარლსტონის პოლიციის ცნობით, რვა პირი ტაძარში სროლის დროს დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, ცეცხლი 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცმა გახსნა. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე განხორციელდა.

XS
SM
MD
LG