Accessibility links

logo-print

სასჯელაღსრულების სამინისტროში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა


პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული უკვე სახლშია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მსჯავრდებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იგი მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სტიქიით დევნილ, სასტუმროში შეფარებულ დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა და დიასახლისს თავისი ხელფასი გადასცა.

XS
SM
MD
LG