Accessibility links

logo-print

ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის კრიზისზე იმსჯელებენ


ევროზონის ფინანსთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში გამართავენ შეხვედრას საბერძნეთის ვალებით გამოწვეულ კრიზისზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრის დაწყებამდე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოთქვა რწმენა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ერთი მხრივ, ათენს და, მეორე მხრივ, ევროკავშირს, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროპის ცენტრალურ ბანკს შორის შეთანხმების მიღწევა. ხოლო საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის, იანის ვარუფაკისის თქმით, ათენს აკისრია „პოლიტიკური და მორალური ვალდებულება“ მოელაპარაკოს კრედიტორებს, თუმცა, მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლუქსემბურგის შეხვედრაზე საკითხს მოაგვარებენ. ათენს ორ კვირაზე ნაკლები რჩება იმისათვის, რომ მიაღწიოს შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის ვალის ნაწილის, 1,5 მილიარდი ევროს დაბრუნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დეფოლტი ემუქრება.

XS
SM
MD
LG