Accessibility links

logo-print

მოხალისეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აიკრძალა სარისკო ზონებში მუშაობა


მოხალისეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მათ მუშაობა აეკრძალა განსაკუთრებით სარისკო ზონებში. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დღეიდან მოხალისეები ძირითადად იმუშავებენ სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ეზოებში და ადგილებზე საჭიროების მიხედვით განაწილდებიან. დავით ნარმანიას თქმით, როგორც მოხალისეებმა, ისე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა სხვა პირებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათი უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები. დღესვე თბილისის მერმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ დასრულებულია სტიქიის შედეგად თბილისში დაზიანებული სახლების ექსპერტიზა. დავით ნარმანიას განმარტებით, იმ სახლებში, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით მდგრადია, გახიზნული ოჯახები დაბრუნებას შეძლებენ შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის შემდეგ. რაც შეეხება სახლებს, რომლებსაც ექსპერტების დასკვნით, დემონტაჟი დასჭირდება, დავით ნარმანიას თქმით, იქ მცხოვრები ოჯახების განსახლების საკითხს ხელისუფლება გადაწყვეტს.

XS
SM
MD
LG