Accessibility links

logo-print

გაერო: 2014 წელს მსოფლიოში 59,5 მილიონს მიაღწია ადგილნაცვალ პირთა რაოდენობამ


გაეროს მონაცემებით, 2014 წლის ბოლოს მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებელს - 59,5 მილიონს მიაღწია „დევნის, კონფლიქტების, ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის“ შედეგად ადგილნაცვალი პირების რაოდენობამ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ 18 ივნისს წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც, შარშან 8,3 მილიონით გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვინც იძულებული იყო სახლ-კარი მიეტოვებინა. მათ შორის არის 19,5 მილიონი ლტოლვილი, 1,8 მილიონი თავშესაფრის მაძიებელი და 38,2 მილიონი ადამიანი, ვინც საკუთარ ქვეყანაშია ქცეული ადგილნაცვალ პირად. სირიამ 3,9 მილიონი ლტოლვილით 2014 წელს გაუსწრო ავღანეთს, რომელიც აქამდე იკავებდა პირველ ადგილს ლტოლვილების რაოდენობით. მსოფლიოში ყველაზე ბევრი ლტოლვილი ჰყავს მიღებული თურქეთს, სადაც 1,59 მილიონი დევნილი იმყოფება.

XS
SM
MD
LG