Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გადააყენეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი


უკრაინის პარლამენტმა გადააყენა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ვალენტინ ნალივაიჩენკო. 450-ადგილიან პარლამენტში 248 დეპუტატი მიემხრო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადებას ნალივაიჩენკოს გადაყენების შესახებ. 49 წლიმ ნალივაიჩენკო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა პრეზიდენტად პოროშენკოს არჩევამდე (ანუ, 2014 წლის მაისამდე) სამი თვით ადრე და არასოდეს ითვლებოდა მის მხარდამჭერად. უკრაინის მედიის ცნობით, პოროშენკომ ბოლოხანს სცადა ნალივაიჩენკოს გადაყვანა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად, რაზეც მან უარი თქვა და დაიწყო პოლიტიკური კონტრიერიში - გენერალურ პროკურატურას ბრალად დასდო კორუფციისა და ფულის გათეთრების მიჩქმალვა. ნალივაიჩენკოს გადაყენების ფონია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის.

XS
SM
MD
LG