Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკის შეუძლებლად მიაჩნია დასავლეთთან რუსეთის დაახლოება პუტინის მმართველობისას


რუსი ბიზნესმენის და კრემლის ოპონენტის, მიხაილ ხოდორკოვსკის აზრით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ახლო მომავალში ვერ მოგვარდება და მიეკუთვნება დასავლეთთან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებას, რათა კრემლმა მოსახლეობის ყურადღება გადაიტანოს კორუფციისა და არაკომპეტენტურობის პრობლემებიდან. ხოდორკოსკიმ 17 ივნისს ვაშინგტონში, კვლევით ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“ გამოსვლისას გამოთქვა შეფასება, რომ კრემლთან დასავლეთის დაახლოება შეუძლებელია, სანამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რჩება ხელისუფლების სათავეში. „პუტინის რუსეთი ახლა თვითიზოლაციის გზას ადგას. მაგრამ ეს არის მცდარი გზა და პუტინის შემდეგ ვითარება აუცილებლად შეიცვლება“, განაცხადა ხოდორკოვსკიმ - რუსეთში ერთ დროს უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელმა. ის ემიგრაციაში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც რუსეთში 10 წელი იყო პატიმრობაში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.

XS
SM
MD
LG