Accessibility links

ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ლიდერებს მიუსამძიმრა 13-14 ივნისის ტრაგედიის გამო


ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნიელევმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას მიუსამძიმრა ქვეყნის ლიდერებს 13-14 ივნისის ტრაგედიის გამო. ის 18 ივნისს შეხვდა პრემიერ-მინისიტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მასთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა სტიქიური უბედურების შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე. როსენ პლევნელიევის განცხადებით, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის პრეზიდენტი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა", რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

XS
SM
MD
LG