Accessibility links

logo-print

ზოოპარკთან, ავტოგასამართ სადგურზე პინგვინი იპოვეს


თბილისის ზოოპარკის მახლობლად, ავტოგასამართ სადგურზე პინგვინი იპოვეს და ზოოპარკს გადასცეს. ამასობაში, გრძელდება ღვარცოფისა და ზოოპარკის დატბორვის შედეგად დაკარგული ცხოველების ძიება. ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, კვლავინდებურად უცნობია ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთრის ადგილსამყოფელი. ზოოპარკის ტერიტორიის გარდა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დამატებითი ტექნიკის გამოყენებით გრძელდება მდინარე ვერეს ხეობაში, მზიურის პარკის ტერიტორიასა და სტიქიით დაზარალებულ ქუჩებზე.

XS
SM
MD
LG