Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი "ნაკლებად დრამატულად" მიიჩნევს რუსეთის გეგმას, გაზარდოს ბირთვული არსენალი


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდის აზრით, რუსეთის განცხადება, რომ თავის ბირთვულ არსენალს დაამატებს ათობით ახალ კონტინენტათშორის ბალისტიკურ რაკეტას, ხმაურს იწვევს, თუმცა ნაკლებად არის სერიოზული საფრთხის შემცველი ნაბიჯი. ნულანდმა ეს მოსაზრება გამოთქვა პრაღაში ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 16 ივნისს გაკეთებულ განცხადებას. პუტინის თქმით, რუსეთი წელს 40-ზე მეტ კონტინენტაშორის რაკეტას დაამატებს თავის ბირთვულ არსენალს. ნულანდის შეფასებით, „თუ შევხედავთ, რა ხდება რუსეთში, ეს გაცილებით უფრო ნაკლებად დრამატულია". 17 ივნისს კრემლმა გამოაცხადა, რომ არ სურს ჩაერთოს დასავლეთთან ძვირადღირებულ გამალებულ შეიარაღებაში, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებდა.

XS
SM
MD
LG