Accessibility links

logo-print

აშშ-ში დააკავეს ეკლესიაში ცხრა ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი


აშშ-ში პოლიციამ დააკავა 21 წლის თეთრკანიანი მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ეკლესიაში ცხრა ადამიანის მკვლელობაში. ინციდენტი მოხდა სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე ქალაქ ჩარლსტონის ისტორიულ აფრო-ამერიკულ ეკლესიაში. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სავარაუდოდ, სიძულვილით მოტივირებული მკვლელობების ფაქტზე. ეჭვმიტანილი პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც 21 წლის დილან რუფი. ჩარლსტონის პოლიციის უფროსის, გრეგორი მალენის ინფორმაციით, თავდამსხმელი ეკლესიაში იჯდა მრევლის წევრებთან ერთად, სანამ მათ ცეცხლს გაუხსნიდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი ქალი და სამი მამაკაცი.

XS
SM
MD
LG