Accessibility links

logo-print

ბელგიაში აღნიშნავენ ვატერლოოს ბრძოლის 200-ე წლისთავს


ბელგიაში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს ვატერლოოს ბრძოლის 200-ე წლისთავი. ბრიუსელის სამხრეთით მდებარე დასახლება ვატერლოოს მახლობლად 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაეცა 1815 წლის 18 ივნისს მომხდარ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც კოალიციამ ბრიტანელ ჰერცოგ უელინგტონის სარდლობით დაამარცხა ნაპოლეონის არმია. შედეგად დასრულდა ევროპის კონტინენტზე საფრანგეთისა და მისი იმპერატორის, ნაპოლეონ პირველის დომინირება. დღეს ბელგიის მეფე ფილიპი გაუძღვა ცერემონიას ასობით სტუმრის მონაწილეობით. ავღანეთში ნატოს სამხედრო ობიექტებზეც აღნიშნეს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლის 200-ე წლისთავი.

XS
SM
MD
LG