Accessibility links

logo-print

საბერძნეთის და რუსეთის ლიდერები შეხვდებიან სანკტ-პეტერბურგში


რუსეთის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა თავი შეიკავა ეპასუხა „ასოშიეიტედ პრესის“ შეკითხვისთვის, რომელიც რუსეთის მიერ საბერძნეთისთვის სესხის შესაძლო მიცემას შეეხებოდა. 19 ივნისს რუსეთისა და საბერძნეთის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. ეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის მეორე ვიზიტია რუსეთში. ციპრასის რუსეთში ვიზიტმა გააჩინა ეჭვი, რომ მას რუსეთისგან სესხის მიღება სურს. 30 ივნისს საბერძნეთმა მილიარდ რვაასი მილიონი დოლარი უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და არის სერიოზული საფრთხე, რომ ის ამას ვერ შეძლებს და დეფოლტი გამოცხადდება. საბერძნეთის მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მეტი სესხის მიღებაზე, ჩიხშია შესული.

XS
SM
MD
LG